1. ტერმინთა განმარტება.
1.1. ხელშეკრულება - ვებ-გვერდზე განთავსებული წინამდებარე პირობები და წესები.
1.2. პლატფორმის ოპერატორი - შპს „გოუტრიპი“ (ს/ნ 405198673), რომელიც ვებ-გვერდის მეშვეობით ქმნის პლატფორმას და მომხმარებლებს უწევს შესაბამის მომსახურებას, რათა ტურ-ოპერატორი და მგზავრი დაუკავშირდნენ ერთმანეთს. პლატფორმის ოპერატორი პირადად არ აქირავებს არც ერთ ავტომობილს და პლატფორმით მომსახურების გარდა არ წევს სხვა დამატებით მომსახურებას, იგი არ წარმოადგენს მგზავრსა და ტურ-ოპერატორს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეს;
1.3. მგზავრი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პლატფორმის ოპერატორის ინტერნეტ ვებ-გვერდის მეშვეობით უკავშირდება ტურ-ოპერატორს;
1.5. მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, მათ შორის მგზავრი და ტურ-ოპერატორი, რომელმაც სარგებლობს ვებ-გვერდის მომსახურებით;
1.6. ვებ-გვერდი -
gotrip.ge,
gotrip24.com;
1.7. მომხმარებლის მეილი - ელექტრონული ფოსტა, ანგარიშზე წვდომის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთ პარამეტრი, რომელიც უნიკალურია და რომლის განსაზღვრისა და შეცვლის საშუალებაც აქვს მომხმარებელს;
1.8. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა - ელექტრონული ფოსტის მისამართი, ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც საჭირო არის ანგარიშზე წვდომისთვის, რომელიც უნიკალურია და რომელიც მომხმარებელს შეუძლია განსაზღვროს და შეცვალოს;
1.9. ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) - მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად;თანხის უაქცეპტო ჩამოჭრა - წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პლატფორმის ოპერატორის მიერ მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან/ანგარიშებიდან ფულადი თანხების ჩამოჭრა საბანკო ანგარიშის მესაკუთრის თანხმობის გარეშე;
1.10. კონფიდენციალური ინფორმაცია - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მხარეებისათვის ცნობილი გახდა ვებ-გვერდის გამოყენებით ან/და წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და რომელიც ეხება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და სხვა ნებისმიერ გარიგებებს ან/და შეთანხმებებს, გამომდინარე მხარეთა თანამშრომლობიდან და, ასევე, ინფორმაცია მხარეების (კომპანიების/ფილიალების და ა.შ) საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის, გარიგებების, ტრანზაქციების და სხვა საქმიანი ურთიერთობების შესახებ;
1.11. დაუძლეველი ძალა - წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებები, რომლებიც არ არსებობდა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ; კერძოდ, სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათი მხრიდან შეუძლებელია;
1.12. მომსახურების საკომისიო - პლატფორმის ოპერატორის მიერ გასაწევი მომსახურების ღირებულება, რომლის ოდენობა განისაზღვრება დანართ #1-ით;
1.13. 1 მილი - უდრის 1.61 კილომეტრს ავტომობილის კილომეტრაჟის განსაზღვრის მიზნებისთვის;
1.14. 1 დღე - 24 საათი.
2. ხელშეკრულების საგანი.
2.1. პლატფორმის ოპერატორი ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებელს უწევს მომსახურებას, რათა მან ისარგებლოს შეთავაზებული სერვისებით. პლატფორმის ოპერატორი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება მგზავრსა და ტურ-ოპერატორს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
2.2. თითოეული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება პლატფორმის ოპერატორის მიერ და იგი მოცემულია წინამდებარე პირობების დანართ #1-ით.
2.3. პლატფორმის ოპერატორს არ ეკუთვნის ვებ-გვერდზე განთავსებული არცერთი ავტომანქანა და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.
2.4. ვებ-გვერდზე მითითებული ავტომობილების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლდება პლატფორმის ოპერატორის მიერ.
2.5. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან.
2.6. ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი ვებ-გვერდზე პირად ინფორმაციას ათავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
2.7. ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებისას ტურ-ოპერატორი ეთანხმება, რომ მის შესახებ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა, მათ შორის პლატფორმის ოპერატორი უფლებამოსილია სხვა მომხმარებელს და ნებისმიერ მესამე პირს მიაწოდოს ტურ-ოპერატორის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული ავტომობილის სადაზღვევო პოლისი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინფორმაცია მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე და მისი პროფილის პაროლი არის კონფიდენციალური ინფორმაცია და დაუშვებელია მისი მესამე პირისთვის გადაცემა.
2.8. მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის გავრცელებასთან.
2.9. ვებ-გვერდზე განთავსებულ სხვა მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.
2.10. მომხმარებლისთვის ცნობილია და იგი აცხადებს თანხმობას, რომ პლატფორმის ოპერატორს აქვს შეუზღუდავი წვდომის უფლება მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე და ვებ-გვერდის მეშვეობით (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით) განხორციელებულ პირად მიმოწერაზე.
3. ტურ-ოპერატორსა და მგზავრს შორის ხელშეკრულების დადება
3.1. ტურ-ოპერატორი და მგზავრი უფლებამოსილი არიან მათ შორის მომსახურების ხელშეკრულება დადონ მათთვის მისაღები ნებისმიერ პირობით, რომელზეც პასუხისმგებლობას არ იღებს პლატფორმის ოპერატორი. ისინი თვითონ განსაზღვრავენ მომსახურების ფასს, დამატებით სერვისებსა და მომსახურებებს, რომელთა ღირებულებაც განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
3.2. წინამდებარე პირობების გარდა, ტურ-ოპერატორსა და მგზავრს შორის ურთიერთობას შეიძლება აწესრიგებდეს ტურ-ოპერატორის მიერ დამატებით განსაზღვრული სახელშეკრულებო წესები.
3.3. თუ ტურ-ოპერატორსა და მგზავრს შორის სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, მათ შორის მოქმედებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული წესები.
3.4. ვებ-გვერდის მეშვეობით ტურ-ოპერატორი ათავსებს კონკრეტულ მარშრუტებზე მისი მომსახურების ღირებულებას. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს სატრანსპორტო გადაყვანის მომსახურებას, და/ან გიდის მომსახურებას, და/ან სხვა მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია გადაყვანის მომსახურებასთან.
3.5. მგზავრი ვებ-გვერდზე განთავსებული ტურ-ოპერატორებიდან არჩევს მისთვის სასურველ მათგანს, აკეთებს ჯავშანს და ელოდება ტურ-ოპერატორის მხრიდან ჯავშნის დადასტურებას.
3.6. მგზავრი ჯავშანს აკეთებს ვებ-გვერდის მეშვეობით. ჯავშნის გაკეთებისას მან უნდა მიუთითოს მისი სახელი და გვარის, ტელეფონის ნომერი, ელექტრონულო ფოსტა, გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილი, მგზავრობის დაწყების დრო, გადახდის მეთოდი, საბანკო ბარათის მონაცემები უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდის არჩევის შემთხვევაში და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც ვებ-გვერდზე იქნება გამოტანილი. ტურ-ოპერატორი ვალდებულია ჯავშნის გაკეთებიდან დაუყოენბლივ დაადასტუროს ან უარყოს ჯავშანი.
3.7. მგზავრს შეუძლია შეამციროს ან შეცვალოს მგზავრობის მარშრუტი და დრო.
3.8. მგზავრი უფლებამოსილია ჯავშნის დადასტურებამდე ნებისმიერ დროს გააუქმოს ჯავშნის მოთხოვნა. ჯავშნის გაუქმებას უთანაბრდება მგზავრის არ დახვედრა გამგზავრების ადგილზე.
4. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
4.1. პლატფორმის ოპერატორი უფლებამოსილია:
— დაბლოკოს, წაშალოს ან არ შექმნას პროფილი თუ ტურ-ოპერატორი არღვევს წინამდებარე პირობას/პირობებს ან არსებობს ეჭვი, რომ დაირღვა ან დაირღვევა რომელიმე პირობა;
— თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს მომსახურების პირობები და სერვისები;
— მაგრამ არაა ვალდებული თავისი შეხედულებისამებრ დამოუკიდებლად ან მესამე პირის მეშვეობით გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის სიზუსტე, ხოლო არასწორი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;
— მაგრამ არაა ვალდებული ნებისმიერი საჯარო ან კერძო დაწესებულებიდან თუ ფიზიკური პირიდან გამოითხოვოს ან/და გადაამოწმოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია, რაზეც მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და პლატფორმის ოპერატორს აძლევს სრულ უფლებას გამოითხოვოს, გადაამოწმოს ან/და მიიღოს მის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია;
— ხელშეკრულების მხარეს, დაზარალებულს, საგამოძიებო ორგანოებს, პროკურატურას, სასამართლოს მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ მისი თანხმობის/ნებართვის გარეშე;
— გამოიყენოს მომხმარებლის შესახებ მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია პლატფორმის ოპერატორის მიერ სასამართლო დავისას ან ადმინისტრაციული წარმოებისას მომხმარებლის თანხმობის/ნებართვის გარეშე;
— შეინახოს, წაშალოს, დააარქივოს ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოიყენოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით;
— გამოიყენოს ნებისმიერი კანონიერი გზა მომხმარებლისგან მომსახურების საფასურის მისაღებად;
— წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან განახორციელოს თანხის უაქცეპტო ჩამოჭრა;
— დაამუშავოს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია;
— მიაწოდოს სასამართლოს, პროკურატურას, გამოძიების ორგანოებს ან/და საჯარო დაწესებულებებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
— განახორციელოს მომხმარებლის პროფილის მონიტორინგი;
— დაბლოკოს, წაშალოს ან არ მგზავრს ჯავშნის გაკეთების საშუალება თუ მგზავრმა რამდენჯერმე უსაფუძვლოდ გააუქმა ჯავშანი ან არ დახვდა ტურ-ოპერატორს გამგზავრების ადგილზე.
— საკუთარი უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
4.2. პლატფორმის ოპერატორი ვალდებულია:
— განახორციელოს მომსახურება დროულად და ჯეროვნად;
— არ დაარღვიოს მომხმარებლის უფლებები;
— არ განახორციელოს დისკრიმინაციული ქმედება;
— არ განახორციელოს დანაშაულებრივი საქმიანობა ან/და ვებ-გვერდი არ იქნეს გამოყენებული დანაშაულებრივი საქმიანობის განსახორციელებლად ან ასეთი საქმიანობის დასაფინანსებლად.
4.3. ტურ-ოპერატორი უფლებამოსილია:
— მოსთხოვოს მგზავრს მასზე დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად და დათქმულ დროს შესრულება;
— შესაბამისი წინაპირობების არსებობისას განაცხადოს პრეტენზია მგზავრის მიერ განხორციელებული ქმედების გამო;
— სასამართლოს მეშვეობით მიიღოს ზიანის ანაზღაურება, რაც დაკავშირებულია მგზავრის ბრალეულ ქმედებასთან;
— საკუთარი უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს;
— გამოიყენოს კანონით მინიჭებული ყველა საშუალება დამდგარი ზიანის ასანაზღაურებლად.
4.4. ტურ-ოპერატორი ვალდებულია:— გამოიყენოს საკუთარი ანგარიში წინამდებარე ხელშეკრულებებისა და ქართული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით;
— მიაწოდოს მხარეებს სრული და ზუსტი ინფორმაცია როგორც საკუთარ თავზე, ისე ავტომობილის სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ;
— ჯეროვნად და დათქმულ ვადაში შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;
— ავტომობილი ჰყავდეს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, მათ შორის ჰქონდეს ზამთრის საბურავები და აღჭურვილობა შესაბამის სეზონზე;
ქართული კანონმდებლობის მიხედვით ავტომობილს გავლილი ჰქონდეს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება;
— ავტომობილის მართვისას დაიცვას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (იხ.
https://www.matsne.gov.ge/en/document/view/2169396?publication=12) და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
— ავტომობილი არ მართოს ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული თრობის ან ზემოქმედების ქვეშ;
— ავტომობილი ჰყავდეს სუფთა მდგომარეობაში და დაცული იყოს ჰიგიენის წესები;
— არ მოახდინოს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების ბუქსირება;
— ავტომობილში არ მოწიოს სიგარეტი, სიგარა, სიგარელა, ჩიბუხი, ჩილიმი, ელექტრონული სიგარეტი ან სხვა მსგავსი მოწყობილობა;
— ავტომობილში არ ჩასვას შინაური ცხოველი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ტურ-ოპერატორს ვებ-გვერდზე პირდაპირ არ აქვს მითითებული ავტომობილში შინაური ცხოველი ჩასმის უფლება;
— მის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა დაუკავშირდეს პლატფორმის ოპერატოს და მოითხოვოს საკუთარ ანგარიშზე განთავსებული ინფორმაციის შეცვლა;
— არ გადასცეს მესამე პირს ნებისმიერ ინფორმაცია მისი ანგარიშის შესახებ, მათ შორის ანგარიშის პაროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ უარყოფით შედეგზე პასუხისმგებელია თავად ტურ-ოპერატორი;
— ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის მიერ მის ანგარიშზე შესვლის ან ანგარიშის მეშვეობით ქმედების განხორციელების შესახებ დაუყონებლივ მიაწოდოს ინფორმაცია პლატფორმის ოპერატორს;
— არ მიაყენოს მხარეს შეურაცხყოფა ან/და არ დასწამოს ცილი უსაფუძვლოდ, არ დაემუქროს, არ დააშანტაჟოს ხელშეკრულების მეორე მხარე;
— არ გამოავლინოს დისკრიმინაციული დამოკიდებულება სხვა მომხმარებლის მიმართ;
— დაიცვას მომხმარებელთა და მესამე პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები;
— შესაბამისი თანხმობის გარეშე არ შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს ან/და გაავრცელოს ნებისმიერ პირის პერსონალური მონაცემი, თუნდაც ის ღია სახით იყოს განთავსებული ვებ-გვერდზე, გარდა იმ ინფორმაციისა, რაც მის მიერ გასაწევ მომსახურებას უკავშირდება და ინფორმაციის შეგროვება კონკრეტული ხელშეკრულების დადებისთვისაა აუცილებელი. მომსახურების დასრულების შემდეგ ტურ-ოპერატორი ვალდებულია წაშალოს მგზავრის შესახებ ყველა ინფორმაცია;
— არ დაუკავშირდეს მომხმარებელს მომსახურების გაწევისგან განსხვავებული ნებისმიერი მიზნით;
— არ გამოიყენოს ვებ-გვერდი სხვა მიზნით, რაც წინამდებარე ხელშეკრულებით არაა გათვალისწინებული;
— არ განახორციელოს ვებ-გვერდზე ისეთი მოქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ვებ-გვერდის ნორმალურ ფუნქციონირებას, შეაფერხებს ან გადატვირთავს მას ან სხვაგვარად შეუშლის ხელს პლატფორმის ოპერატორს განახორციელოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება;
— არ შევიდეს სხვა მომხმარებლის ანგარიშზე ვებ-გვერდის წესების გვერდის ავლით ნებისმიერი ფორმით და მიიღოს, დაამუშავოს, შეინახოს ან/და გაამჟღავნოს სხვა მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია;
— საკუთარი ანგარიში არ გამოიყენოს დანაშაულებრივი საქმიანობისთვის;
— არ განახორციელოს ქართული კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობა.
4.5. მგზავრი უფლებამოსილია::
— მოსთხოვოს ტურ-ოპერატორს მასზე დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად და დათქმულ დროს შესრულება;
— შესაბამისი წინაპირობების არსებობისას განაცხადოს პრეტენზია ტურ-ოპერატორის მიერ განხორციელებული ქმედების გამო;;
— მიიღოს ზიანის ანაზღაურება, რაც დაკავშირებულია ტურ-ოპერატორის ბრალეულ ქმედებასთან;;
— საკუთარი უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს;
— გამოიყენოს კანონით მინიჭებული ყველა საშუალება დამდგარი ზიანის ასანაზღაურებლად.
4.6. მგზავრი ვალდებულია:
— გამოიყენოს ვებ-გვერდი წინამდებარე ხელშეკრულებებისა და ქართული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით;
— ჯეროვნად და დათქმულ ვადაში შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;
— გადაიხადოს მომსახურების ღირებულება და სხვა ხარჯები, რაც წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ეკისრება მგზავრს;
— მიაწოდოს მხარეებს სრული და ზუსტი ინფორმაცია საკუთარ თავზე და თანმხლები პირების რაოდენობაზე;
— არ მიაყენოს მხარეს შეურაცხყოფა ან/და არ დასწამოს ცილი უსაფუძვლოდ, არ დაემუქროს, არ დააშანტაჟოს ხელშეკრულების მეორე მხარეს;
— არ გამოავლინოს დისკრიმინაციული დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ;
— შესაბამისი თანხმობის გარეშე არ შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს ან/და გაავრცელოს ნებისმიერ პირის პერსონალური მონაცემი, თუნდაც ის ღია სახით იყოს განთავსებული ვებ-გვერდზე, გარდა იმ ინფორმაციისა, რაც ტურ-ოპერატორის მომსახურებას უკავშირდება;
— არ დაუკავშირდეს ტურ-ოპერატორს მომსახურებისგან განსახვავებული ნებისმიერი მიზნით;
— დაიცვას მომხმარებელთა და მესამე პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები;
— არ გამოიყენოს ვებ-გვერდი სხვა მიზნით, რაც წინამდებარე ხელშეკრულებით არაა გათვალისწინებული;
— არ განახორციელოს ვებ-გვერდზე ისეთი მოქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ვებ-გვერდის ნორმალურ ფუნქციონირებას, შეაფერხებს ან გადატვირთავს მას ან სხვაგვარად შეუშლის ხელს პლატფორმის ოპერატორს განახორციელოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება;
— არ შევიდეს სხვა მომხმარებლის ანგარიშზე ვებ-გვერდის წესების გვერდის ავლით ნებისმიერი ფორმით და მიიღოს, დაამუშავოს, შეინახოს ან გაამჟღავნოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია;
— არ განახორციელოს ქართული კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობა.
5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. პლატფორმის ოპერატორი არ არის არც ერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არც ერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.
5.2. პლატფორმის ოპერატორი არ აგებს პასუხს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
5.3. პლატფორმის ოპერატორი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მომხმარებლის შესახებ მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.
5.4. პლატფორმის ოპერატორი არ აგებს პასუხს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.
5.5. პლატფორმის ოპერატორი არ იძლევა გარანტიას ვებ-გვერდის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
5.6. პლატფორმის ოპერატორი არ აგებს პასუხს მომხმარებლის ანგარიშით განხორცილებულ ნებისმიერ ქმედებაზე, მათ შორის თუ ხდება ანგარიშის გამოყენება არაუფლებამოსილი პირის მიერ.
5.7. პლატფორმის ოპერატორი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისთვის.
5.8. მომხმარებელი პასუხისმგებელია ვებ-გვერდზე მის მიერ განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე.
5.9. მომხმარებელი პასუხისმგებელია ყველა იმ უარყოფით შედეგზე, რაც გამოწვეულია მის მიერ საკუთარი ანგარიშის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის მომხმარებელი და პაროლი) მესამე პირისთვის მიწოდების გამო.
5.10. ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის მიერ მის ანგარიშზე შესვლის ან ანგარიშის მეშვეობით ქმედების განხორციელების შესახებ პლატფორმის ოპერატორისთვის დაუყონებლივ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში მომხმარებელი სრულადაა პასუხისმგებელი დამდგარი ზიანის გამო.
5.11. მომხმარებელი პასუხისმგებელია მისი ანგარიშით განხორცილებულ ნებისმიერ ქმედებაზე.
5.12. ტურ-ოპერატორის მიერ პლატფორმის ოპერატორისთვის ან მგზავრისთვის ზიანის მიყენების ან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პლატფორმის ოპერატორის მიერ მომხმარებლის ანგარიშიდან მოხდეს თანხის უაქცეპტო ჩამოჭრა.
5.13. პლატფორმის ოპერატორის მიერ მომხმარებლის ანგარიშიდან თანხის უაქცეპტო ჩამოჭრა ხდება სხვა მომხმარებლის მიერ პრეტენზიის გაცხადების ან პლატფორმის ოპერატორისთვის ზიანის მიყენების ან/და პლატფორმის ოპერატორის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. პრეტენზიის საფუძვლიანობას ამოწმებს პლატფორმის ოპერატორი და თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს პრეტენზიის დაკმაყოფილების საკითხს.
5.14. პრეტენზიის საფუძვლიანობაზე მთლიანად პასუხისმგებელია პრეტენზიის ავტორი. პლატფორმის ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი თანხის უაქცეპტოდ ჩამოჭრის შედეგად დამდგარ ზიანზე.
5.15. მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან ქართული კანონმდებლობის მოთხოვნები და პატივი სცენ ერთმანეთის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
5.16. ტურ-ოპერატორს ეკისრება ჯარიმის გადახდის ვალდებულება შემდეგი სახითა და ოდენობით:
— 150 ლარი - ვებ-გვერდის გარეთ მგზავრსა და ტურ-ოპერატორს შორის ურთიერთობის დამყარებისას პლატფორმის ოპერატორის მიერ დაწესებული მომსახურების საკომისიოს გადახდისგან თავის არიდების ან საკომისიოს შემცირების მიზნით;
— 100 ლარი - ტურ-ოპერატორის მიერ წარდგენილი ავტომობილის დოკუმენტების სიყალბის ან/და ქართულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში;
— 100 ლარი - ვებ-გვერდზე ავტომობილის მონაცემების (გამოშვების წელი, კილომეტრაჟი, ძრავის მოცულობა და სხვ.) არასწორად განთავსების შემთხვევაში;
— 150 ლარი - ტურ-ოპერატორის მიერ ავტომობილის დაუსუფთავებელ მდგომაროებაში ყოფნის შემთხვევაში.
5.17. ყველა საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშნები, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის კოდი, მონაცემთა ბაზა, ლოგოებისა და ვიზუალური დიზაინის ჩათვლით, ეკუთვნის პლატფორმის ოპერატორს და დაცულია საავტორო უფლების, სავაჭრო ნიშნების და სავაჭრო საიდუმლოს დაცვის შესახებ კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებებით. პლატფორმის ოპერატორის პლატფორმის, ან პლატფორმის ოპერატორის სხვა მომსახურებების გამოყენებით მომხმარებელი არ იძენს საკუთრების უფლებას პლატფორმის ოპერატორის ნებისმიერ ინტელექტუალურ საკუთრებაზე.
6. კონფიდენციალურობა
6.1. მხარეები ადასტურებენ, რომ ამ ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ატარებს კონფიდენციალურ ხასიათს და აღნიშნული მუხლით დაცული ინფორმაციის მესამე პირებზე განდობა დაიშვება მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებების მოთხოვნების, მხარეთა მიერ საკანონმდებლო ან სასამართლო მოთხოვნების შესრულებისა და საკუთარი სამართლებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
6.2. წინამდებარე ხელშეკრულების პირობები და დებულებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხარეთა მხოლოდ იმ წარმომადგენელთათვის, რომელთაც უშუალოდ შეხება აქვთ ამ ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან.
6.3. ამ ხელშეკრულების დათქმული კონფიდენციალურობის ვალდებულება ძალაშია უვადოდ.
7. ფორს-მაჟორი
7.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან არსებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებისთვის იმ შემთხვევაში, თუ სათანადო შესრულება აღმოჩნდა შეუძლებელი გადაულახავი ძალის გამო, ანუ საგანგებო და გადაულახავი გარემოებების გამო. ასეთ გარემოებებს არ მიეკუთვნება მხარეთა კონტრაჰენტების მიერ მოვალეობების დარღვევა, ბაზარზე საქონელზე მოთხოვნილების არარსებობა, საჭირო ფულადი სახსრების არარსებობა მხარეებში.
7.2. მხარე, რომლისთვისაც შეიქმნა მოვალეობის შესრულების შეუძლებლობა ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით, ზემოხსენებული გარემოებების შესახებ 24 საათის განმავლობაში მათი დადგომიდან.
7.3. შეტყობინება უნდა შეიცავდეს გარემოებებს, ასევე ოფიციალურ დოკუმენტებს, რაც დაადასტურებს ასეთი გარემოებების არსებობას. თუ მხარე არ გაგზავნის ან არადროულად გაგზავნის ზემოხსენებულ შეტყობინებას, მაშინ ის ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს მიღებული ზარალი. გადაულახავი ძალის არსებობა და ხანგრძლივობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული აქტით ან სხვა დოკუმენტით.
7.4. შეუტყობინებლობის და/ან დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას, დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
7.5. თუ დამდგარი გარემოება გრძელდება 3 (სამ) კალენდარულ დღეზე მეტი, მხარეები ატარებენ დამატებით მოლაპარაკებებს არსებული ხელშეკრულების შესრულების მისაღები ალტერნატიული მეთოდების შესათანხმებლად ან იღებენ გადაწყვეტილებას არსებული ხელშეკრულების დროზე ადრე შესაწყვეტად. არსებული ხელშეკრულების ამ მუხლის საფუძველზე დროზე ადრე მოშლის შემთხვევაში, მხარეებმა უნდა განახორციელონ ორმხრივი გაანგარიშება.
7.6. მგზავრს, ასევე, არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში თუ ფრენის გადადების ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო მგზავრი ვერ ახერხებს დროულად გამოცხადებას გამგზავრების ადგილზე.
7.7. წინამდებარე ხელშეკრულების 7.6 პუნქტში მითითებული გარემოების არსებობისას, ტურ-ოპერატორი ვალდებულია სათანადო გულისხმიერებით დაელოდოს მგზავრს კომპენსაციის მიღების გარეშე, მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა.
8. ხელშეკრულების შეწყვეტა
8.1. წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
8.2. პლატფორმის ოპერატორი უფლებამოსილია წაშალოს პროფილი და ცალმხრივად წინასწარი გაფრთხილების გარეშე მომხმარებელთან შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ მომხმარებლის მხრიდან ხდება წინამდებარე პირობის/პირობების დარღვევა ან არსებობს ეჭვი, რომ დაირღვა ან დაირღვევა რომელიმე პირობა.
8.3. მომხმარებელი უფლებამოსილია დახუროს საკუთარი ანგარიში და შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება თუ პლატფორმის ოპერატორი ცვლის მომსახურების პირობებს ან სერვისს და ამავდროულად, მომხმარებელს აღარ აქვს არავითარი ვალდებულება შესასრულებელი მგზავრთან ან ტურ-ოპერატორთან.
8.4. მომხმარებელს ცალმხრივად მხოლოდ მაშინ შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მას რომელიმე მხარესთან არ აქვს დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულება, ჯარიმა, პირგასამატეხლო ან ნებისმიერი სხვა ფულადი სახის სანქცია.
9. დავის გადაწყვეტა
9.1. ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა მიერ შეთანხმების გზით, ხოლო მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხევაში დავა გადაწყდება სასამართლო წესით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
9.2. წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობები რეგულირდება ქართული სამართლით.
terms.p93
terms.p94
10. სხვა პირობები
10.1. მხარეები ერთმანეთს უკავშირდებიან ვებ-გვერდის ჩატის (ასეთის ასერბობის შემთხვევაში) ან ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყნებით, მათ შორის ელ. ფოსტა, ტელეფონი და სხვ.
10.2. მგზავრი და ტურ-ოპერატორი არ არიან უფლებამოსილი ვებ-გვერდის გარეთ დაამყარონ ერთმანეთთან ურთიერთობა მომსახურების მიერ დაწესებული მომსახურების საკომისიოს გადახდისგან თავის არიდების ან საკომისიოს შემცირების მიზნით.
10.3. მხარეები აცხადებენ თანხმობას, რომ ისინი თანახმანი არიან მიიღონ შეტყობინება ელექტრონულად, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან სხვა ნებისმიერი გზით და აიღონ ვალდებულება ვებ-გვერდზე წინამდებარე პირობებზე დათანხმების გზით.
10.4. მობილურ აპლიკაციით განხორციელებული ქმედება უთანაბრდება ვებ-გვერდის განხორციელებულ ოპერაციას.
10.5. მხარეები პლატფორმის ოპერატორისგან დამოუკიდებლად იხდიან გადასახადებსა და სხვა მოსაკრებლებს და პლატფორმის ოპერატორს არ ეკისრება საგადასახადო აგენტის ვალდებულება.
10.6. მომხმარებლისთვის ცნობილია და აცხადებს თანხმობას, რომ პლატფორმის ოპერატორი იტოვებს უფლებას შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლის საბანკო ანგარიშების და საბანკო ბარათის შესახებ და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საბანკო ანგარიშებიდან თანხის უაქცეპტო ჩამოჭრა, მიუხედავად იმისა მომხმარებელმა გააუქმა თუ არა პროფილი და წაშალა თუ არა ვებ-გვერდზე მის მიერ განთავსებული ინფორმაცია.
10.7. წინამდებარე პირობები შედგენილია ქართულ ენაზე.
10.8. წინამდებარე პირობების რომელი პუნქტის ბათოლობა არ იწვევს წინამდებარე წესების სრულ ბათილობას.
10.9. წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილება შეიძლება შევიდეს პლატფორმის ოპერატორის მიერ ცალმხრივად. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შესახებ სრული ინფორმაცია მომხმარებელს ეგზავნება როგორც მის პირად ანგარიშზე, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე.
10.10. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებას, იგი უფლებამოსილია დახუროს საკუთარი ანგარიში და შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი სრულად შეასრულებს პლატფორმის ოპერატორსა და სხვა მომხმარებლის წინაშე არსებულ ვალდებულებებს.
10.11. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებას, მან შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ვებ-გვერდის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პლატფორმის ოპერატორს უნდა აცნობოს, რომ იგი არ ეთანხმება ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებას და წყვეტს წინამდებარე ხელშეკრულებას. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს აღარ შეეძლება დაჯავშნოს ან გასწიროს მომსახურება, თუმცა მასზე არ გავრცელდება ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილება.
10.12. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში არ განაცხადებს პრეტენზიას აღნიშნული გულისხმობს, რომ იგი ეთანხმება ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებას.